რუსეთი საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ამის შესახებ აშშ პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბარაკ ობამას თქმით, რუსეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, თუმცა მან, მსოფლიოში პრობლემების შექმნის მაგივრად, მათ მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. თეთრი სახლი სლიდერმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშრის მიერ მოსკოვის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სანქციების შენარჩუნების მომხრეა.