შვედეთის აკადემიამ ბობ დილანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ შეძლო. ამის შესახებ აკადემიის პრეს-მდივანმა სარა დანიუსმა განაცხადა.
„მე მას დავურეკე და ელექტრონული ფოსტითაც მივწერე. თუ მას დაჯილდოების ცერემონიალზე ჩამოსვლა არ სურს, ნუ ჩამოვა. მის პატივსაცემად წვეულება მაინც გაიმართება,“-აღნიშნა დანიუსმა.
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ცნობილ როკ-მუსიკოსს 13 ოქტომბერს მიანიჭეს, თუმცა კომენტარი მას ამ თემაზე დღემდე არ გაუკეთებია. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს.