უკრაინის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული ბიურო იტყობინება. 2016 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინაში 42 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე თითქმის 120 ათასით ნაკლებია. დემოგრაფიულ პრობლემებს უკრაინას ძირითადად მიგრაცია და შობადობის შემცირება უქმნის.