ბერლინში ხვალ “ნორმანდიული ოთხეულის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას მიიღეს. ბერლინის შეხვედრას დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი გერმანიაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.