წყალდიდობაა ვიეტნამშიც. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სინოპტიკოსები ნალექთან ერთად ქარიშხალსაც ვარაუდობენ. სტიქიას უკვე ემსხვერპლა 11 ადამიანი, ათობით ათასმა კი სტიქიური უბედურების ზონა დატოვა. დატბორილია 30 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულთა შორის არიან ტურისტებიც, რომლებსაც გაჩერებულ მატარებლებში 24 საათი მეტი მოუხდათ ყოფნა.