ქარიშხალ „მეთიუს“ შემდეგ სამხრეთ კაროლინაში წყალდიდობაა. წყლის დონემ პირველი სართულის ფანჯრებს მიაღწია. ტელეკომპანია „ენბისი“-ის ინფორმაციით, ასეთი მასშტაბის სტიქია სამხრეთ კაროლინაში 1928 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. უკვე შეფასებულია ჩრდილოეთ კაროლინასთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა. ოფიციალური ცნობებით, ზარალი მილიარდ ნახევარს აჭარბებს. „მეთიუს“ შეერთებულ შტატებში მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი.