კიევი მოსკოვს დამატებით სანქციებს უწესებს. პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით გასულ წელს რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ დაწესებული სანქციები ერთი წლით გახანგრძლივდა. გაიზარდა იმ პირთა სიაც, რომლებიც ანექსირებულ ყირიმში უკანონო არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისთვის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან. ამ დროისათვის სანქციები 259 ფიზიკურ და 46 იურიდიულ პირზე ვრცელდება.