რუსეთის ავიაცია ალეპოს დაბომბვას დროებით აჩერებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. იგორ კონაშენკოვის თქმით, ჰუმანიტარული პაუზის განმავლობაში ამბოხებულთა დაჯგუფებებს საშუალება მიეცემათ ქალაქი დატოვონ. პაუზა 8 საათის განმავლობაში იმოქმედებს. ალეპოზი საჰაერო იერიშებს რუსეთი უკვე რამდენიმე თვეა, ახორციელებს, რასაც ქალაქის მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან.