ჩინეთის სამხრეთ პროვინციებს ტროპიკულმა შტორმმა „სარიკამ“ გადაუარა. ასობით ათასი ადამიანი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. ადგილობრივთა ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის გამო ჰაიკუ მეილანის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ავიარეისი გაუქმდა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 162 კილომეტრს აღემატება.