ძლიერი ხანძარი ინდოეთში. კერძო კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი შეეწირა, ათობით კი დაშავდა. ცეცხლი გვიან ღამით რეანიმაციის განყოფილებას გაუჩნდა, სადაც დიალეზზე მყოფი პაციენტები იმყოფებოდნენ. ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.