მუქარის შემცველი წერილების გამო გერმანიაში 11 სკოლა დაიხურა. გზავნილები ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედმა სასწავლებლებმა ელექტრონულ მისამართზე მიიღეს. პოლიციამ გამოძება უკვე დაიწყო. მის დასრულებამდე მშობლების მოთხოვნით სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერეს. ანალოგიური მუქარის წერილები მიიღეს კიდევ ორ გიმნაზიაში. სამართალდემცველები ახლა იმის დადგენას ცდილბენ, რამდენად სერიოზულია საფრთხე.