თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. სპეცოპერაცია ქალაქის გარეუბანში ტერაქტიდან რამდენიმე საათში ჩატარდა. სპეცრაზმელებმა კადირ ჯაბელი ერთ-ერთ შენობაში ალყაში მოიქციეს. მოლაპარაკებაზე მან უარი თქვა, რის შემდეგაც სახლზე შტურმი განხორიელდა. ამის შემდეგ ისლამისტთა ლიდერმა თავი აიფეთქა. პოლიციამ მისი ცოლი და ორი შვილი დააკავა. მასშტაბური რეიდის შედეგად სულ ისლამისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 19 პირია დაპატიმრებული. მათი ბინებიდან პოლიციამ 15 კილოგრამამდე ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ამოიღო.