ისლამისტები სირიაში პოზიციებს კარგავენ. თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულთა დაჯგუფებებმა ქალაქი დაბიკი დაიკავეს. დაბიკი ისლამისტებისთვის სიმბოლური დანიშნულების ქალაქია, სადაც მათი რწმენით, მუსულმანებისა და ქრისტიანების ბოლო ბრძლოლა უნდა მოხდეს. ამ ბრძოლამ კი სამყაროს არსებობა უნდა დაასრულოს. ქალაქი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს არ წარმოადგენს, თუმცა ისლამისტებმა ის აპოლაკიპტური ბრძოლის სიმბოლოდ გამოაცხადეს.