რუსეთი თურქეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეყვანის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არ შემიძლია კონკტერულ დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ეს საკითხი პრეზიდენტმა პუტინმა და ერდოგანმა ნამდვილად განიხილეს. თუ თურქული მხარის სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, თურქეთში ანტისარაკეტო სისტემების შეყვანა შეგვიძლია,“-აღნიშნა პესკოვმა.