შეტაკებები ეგვიპტეში. სინას ნახევარკუნძულზე ისლამისტები თავს საგუშაგო პოსტს დაესხნენ. შეტაკებისას 12 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაიჭრა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.