კოლუმბიის პრეზიდენტმა ამბოხებულთა დაჯგუფება ფარკთან სამშვიდობო შეთანხმება წლის ბოლომდე გააგრძელა. ხუან მანუელ სანტოსი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის ამბოხებულებთან კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებს. ფარკთან 4 წლიანი მოლაპარაკებები კოლუმბიის პრეზიდენტმა სექტემბერში დაასრულა, რითაც კოლუმბიაში 52-წლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა, თუმცა ოქტომბრისს დასაწყისში გამართულ რეფერენდუმზე ელექტორატმა სამშვიდობო შეთანხმების გაუქმებას დაუჭირა მხარი.