შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა პარტიის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. სტერჯენის თქმით, ახალ რეფერენდუმთან დაკავშირებით, კანონპროექტი უკვე მზად არის და ის მომავალ კვირას გამოქვეყნდება. დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შოტლანდიაში დღის წესრიგში მას შემდეგ დაგდა, რაც ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა.