ინგლისის ბანკის ინდექსი, რომელიც ბრიტანეთის სავაჭრო პარტნიორების ვალუტის კალათაში გირვანქა სტერლინგის შეფარდებას აღნიშნავს, რეკორდულად დაეცა. ინდექსმა 73.38 პუნქტამდე დაიწია. „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ასეთი მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში ბოლოს 168 წლის წინ დაფიქსირდა. მსგავსი კრიტიკული პერიოდი ბრიტანულ ვალუტას 1930-იან წლებშიც არ ჰქონია, როდესაც ქვეყანამ ოქროს სტანდარტზე უარი თქვა. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, თუ ბრიტანეთ ევროკავშირში არ დარჩება, შესაძლოა მაინის ფრანკფურტმა ლონდონს ევროპის უსმხვილესი საფინანსო ცენტრის სტატუსიც ჩამოართვას.