პალესტინის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ღაზას სექტორში ებრაელი სამხედროების რეიდს ბავშვი ემსხვერპლა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 10 წლის ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ებრაული მხარე ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ისრაელის მტკიცებით, ბავშვი პალესტინელების ქორწილში გასროლილ ტყვიას შეეწირა.