რუსეთი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაძაბვით შეშფოთებულია, თუმცა თეთრი სახლის მოქმედ ადმინისტრაციასთან დიალოგის წარმოება შეუძლებელია. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფორუმ „რუსეთი გეძახის“-ზე გამოსვლისას განაცხადა.
„დიალოგი პრაქტიკულად არ არსებობს. ობამას ადმინისტრაცია ახდენს იმის ფორმულირებას, რაც თავად სურს და ამის შემდეგ გვაიძულებს, მათ ნება-სურვილს დავყვეთ. ეს დიალოგი არ არის. ეს დიქტატურაა. თუ მათ დიალოგი სურთ, ჩვენი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ და ისე გველაპარაკონ, როგორც პარტნიორებს,“-აღნიშნა პუტინმა.