პარიზელი თავდამსხმელის სახელით ცნობილი სალაჰ აბდესლამის ადვოკატებმა ბრალდებულის დაცვაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზი 13 ნოემბრის ტერაქტის ორგანიზატორის ქმედებები გახდა. აბდესლამი ამ დრომდე უარს ამბობს ჩენების მიცემაზე და დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ადვოკატებთან საუბარიც კი არ სურს. საფრანეგთის მოქალაქეობის მქონე აბდესლამი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად ბრიუსელში დააკავეს, პარიზის მახლობლად მდებარე ფლერი-მაროჟისის ციხეში იმყოფება. მას ორი ცნობილი ადვოკატი, ბელგიელი სვენ მარი და ფრანგი ფრანკ ბერტონი იცავდა.