სირიაში რუსეთის ქმედებებმა რუსულ-ფრანგული ურთიერთობებიც დაძაბა. მოსკოვი ამჯერად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა. ჟან-მარკ ეიროს განცხადებით, რუსეთმა ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს და თავი შეიკავოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფრანგულ-ესპანურ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისგან. ფრანგი დიპლომატი მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის რეჯიმის დაცვისკენ მოუწოდა.