რუსეთის ფედერაციის საბჭომ სირიაში ავიაციის განთავსების შესახებ დამასკოსთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს მხარი უმაღლესი პალატის 158-მა წევრმა დაუჭირა. მანამდე დოკუმენტი სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა. შეთანხმება სირიაში რუსული ავიაციის დაუყოვნებლივ შეყვანას და შეიარაღებითა და საწვავით უწყვეტ მომარაგებას ითვალისწინებს.