" A/H1N1"- გრიპის ვირუსით უკვე რუსეთის მოქალაქეებიც ავადდებიან. რუსეთის ბაიკალის მიღმა რეგიონებში დაავადებულთა რიცხვმა უკვე 23 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ჩიტაში კი ბოლო კვირის განმავლობაში დაავადებულია 8 ათასი ადამიანი. ვირუსი გამოვლენილია 78 ფეხმძიმე ქალში. აღნიშნული ვირუსი ასევე გავრცელებულია პრიმორიეს რაიონში, კამჩატკაზე, სტავროპოლში, ჩელიაბინსკის ოლქში, ამურსკის ოლქში, მაგადანში და ბურიატიაში.
"როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, დაავადებათა სტრუქტურაში პროცენტული რაოდენობის მიხედვით ზრდასრული ადამიანების რაოდენობა მეტია და 61, 4 % შეადგენს. ბავშვთა პროცენტული რაოდენობა კი 28,1 %-ია.
199 ჰოსპოტალიზებული ადამიანიდან 127 უკვე გაეწერა. ამჟამად სტაციონარებში მკურნალობას 72 ადამიანი გადის.
ბაიკალის მიღმა რაიონებში " A/H1N1"- გრიპით გარდაცვალების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული და ეპიდემიური ზღვარი 7 % აჭარბებს. ამის გამო ჩიტასაში
ნიღბების ტარება მასობრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო იქნება.
ამას გარდა, რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო უახლოეს მომავალში ბაიკალის მხარის გუბერნატორთან, რავილ გენიატურინთან შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს, მხარეში გრიპის ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.