ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლის თაობაზე მიესალმება.
როგორც EPP-ის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი აღნიშნავს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში სიძლიერით მეორე პოლიტიკური ძალაა და ის პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი.
„ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში უპრეცენდენტო დემოკრატიული რეფორმები გაატარა და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეუძლიათ“ - აცხადებს დოლი.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სატანადოდ უნდა იქნას გამოძიებული.
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყოს დაასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერი სახის ძალადობისგან თავი შეიკავონ.