ჰაიტის კი ჰოლერის ეპიდემია ემუქრება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, დაფნი ბენუა დელსუანის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჰოლერით დაავადების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 20-მდე ინფიცირებული. ჰოლერა ჰაიტისთვის მუდმივი პრობლემაა. მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყანაში დაავადების 800-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ქარიშხალმა მეთიუმ და ძლიერმა წყალდიდობამ კი ეპიდემიის რისკი კიდევ უფრო გაზარდა.