ებრაელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალგაზრდა პალესტინელი მოკლეს. ინციდენტი იომ-კუპურის დღესასწაულზე მოხდა. რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოება გაამკაცრა, რასაც ადგილობრივი პალესტინელების უკმაყოფილება მოჰყვა. 20 წლის ალი შიუკიმ ებრაულ ბლოკ-პოსტზე თავდასხმა სცადა, რის შედეგადაც ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.