რუსეთის თავდაცვის უწყება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას „რუსოფობიულ ისტერიკას“ უწოდებს. უწყების წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ფორინ-ოფისის ხელმძღვანელი ცდილობს რუსეთი სირიაში ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმაში დაადანაშაულოს, თუმცა სატანადო მტკიცებულებები არ აქვს. ბორის ჯონსონმა გაეროს კოლონაზე თავდასხმაში რუსეთი საპარლამენტო დებატებზე სიტყვით გამოსვლისას დაადანაშაულა. ბრიტანეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სირიაში მშვიდობიანი მცხოვრებლების დაბომბვას განაგრძობს, ის განდეგილ და იზოლირებულ ქვეყნად იქცევა.