იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სირიის მშვიდობიანი მცხოვრებლების დაბომბვას განაგრძობს, ის განდევნილ ქვეყნად იქცევა. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ვისურვებდი, ის ადამიანები, რომლებმაც გაეროს ჰუმანიტარული კოლონა და სხვა სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ. ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხისმგებელი. თუ რუსეთი ამ გზით განაგრძობს სიარულს, დიდი რისკის ქვეშ დგას, ეს დიადი სახელმწიფო განდევნილ, უარყოფილ და იზოლირებულ ქვეყნად იქცეს,“-აღნიშნა ჯონსონმა.