დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი კანდიდატია. ამის შესახებ ბარაქ ობამამ ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ მიტინგზე განაცხადა.
„არც თავისი ტემპერამენტით, არც ცოდნით ან თუნდაც იმის სურვილით, რომ ცოდნა შეიძინოს, არც პატიოსნებით ის ქვეყნის მეთაურის პოსტს არ იმსახურებს. მინდა მოვუწოდო გავლენიან რესპუბლიკელებს მისი მხარდაჭერა შეწყვიტონ. არ შეიძლება მის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ისმენდე და მხარს უჭერდე მას მსოფლიოში ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე,“-აღნიშნა ობამამ.