ყაზახეთის პრეზიდენტმა შესაძლოა ბაქოსა და ერევანში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმოს. ამის მიზეზი მისი ავადმყოფობა გახდა. როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება, ნაზარბაევი გაცივდა და მკურნალობის კურსს გადის. 14 სექტემბერს ის კოლექტიური უსაფრთხოების სამიტში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.