თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ქურთების მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს. ბინალი ილდირიმის თქმით, ჰილარი კლინტონის მიერ დებატებზე გაკეთებული განცხადებები თურქეთისთვის სრულიად მიუღებელია.
„ქალბატონმა კლინტონმა ქურთულ ტერორისტულ ორგანიზაციას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და მათი იარაღით მომარაგების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან, სულ მცირე, არაკორექტული საქციელია,“-აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.