საზღვაო კატასტროფა ავსტრალიაში. სიდნეიში ბორანი ნავმისადგომს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი მძიმე დაზიანებებით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, ნავმისადგომთან მიახლოებისას ბორანს სიჩქარე არ შეუნელებია და ბარიერს მთელი სიჩქარით შეეჯახა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი დგინდება.