პუტინმა პარიზში ვიზიტზე უარი თქვა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ კრემლის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ვიზიტი 19 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა მას შემდეგ ცაიშალა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასტან შეხვედრა არ სურს. ამის მიზეზად ოლანდმა სირიაში რუსეტის დანაშაულებრივი ქმედებები დაასახელა.