ავღანეთში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული ქალები სასჯელს ციხის ნაცვლად მოხუცებულთა სახლებში იხდიან. პატიმრების თქმით, მათ ანაზღაურების გარეშე ევალებათ ყველა საჭირო საქმიანობაში ჩართვა, მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს და მონურ პირობებში უწევთ ცხოვრება. პატიმრები ხელისუფლებას ქალებისთვის საპყრობილის აშენებას სთხოვენ, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის მოიხდიან სასჯელს. ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, მოხუცებულთა სახლებში მცხოვრები პატიმარი ქალების წინააღმდეგ ძალადობის მასშტაბიც დიდია და მათი დაცვა ასეთ პირობებში შეუძლებელია.