ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ე.წ. ინფორმაციის მინისტრის, სალმან ალ ფაიადის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. ალ-ფაიადი, იგივე აბუ მუჰამედ ალ-ფურკანი რაკაში კოალიციის ავიაიერიშს ემსხვერპლა. მანამდე მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა გაავრცელა. ალ-ფურკანი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტად და სულიერ ლიდერად ითვლებოდა.