"ალიანსი საქართველოსთვის" უკვე ყოფილმა თანათავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბლოკის დატოვების მიზეზებზე კიდევ ერთხელ, "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში ისაუბრა.
სუბარის თქმით, "ალიანსი" 30 მაისის არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო ნაბიჯებს არ დგამდა, რაც მისი ბლოკის დატოვების უმთავრესი მიზეზი გახდა.
"ალიანსს" მართლა ჰქონდა ამ არჩევნებში გამარჯვების არამხოლოდ პრეტენზია, არამედ შანსიც. ეს არ არის გამარჯვება, რაც ჩვენ მოვიპოვეთ. კამპანია განსხვავებულად უნდა გვეწრამოებინა, როცა მთავარი ლოზუნგი არის, რომ "ჩვენ შევცვლით" და ეს არის ამ ქვეყანაში მთავარი და ამ დროს კონსტრუქციულობაში ეჯიბრები გიგი უგულავას, ვერ დაარწმუნებ საზოგადოებას იმაში თუ რატომ ჯობია "ალიანსი" მოქმედ ხელისუფლებას. "ალიანსი" არ დგამდა იმ ნაბიჯებს, რომელიც გამარჯვებისთვის იყო საჭირო - არადა საჭირო იყო აქტიურობა", - განაცხადა სუბარმა.