აშშ სტიქიის შედეგებს ითვლის. ბოლო მონაცემებით, ქარიშხალმა მეთიუმ 27 ადამიანი იმსხვერპლა. აქედან 11 ჩრდილოეთ კაროლინაში დაიღუპა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სამხრეთ კაროლინასა და ჯორჯიაშიც. გაეროს მონაცემებით, კარიბის ზღვის აუზში მეთიუმ ასობით ადამიანი შეიწირა, 1,4 მილიონს კი გადაუდებელი დახმარება სჭირდება.