გერმანიაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 22 წლის სირიელი ჯაბერ ალ-ბაქრი დიდი სიმძლავრის ასაფეთქებელ მოწყობილობას ამზადებდა, რითაც ბერლინის ერთ-ერთი აეროპორტის აფეთქებას გეგმავდა. ამის შესახებ კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსმა ჰანს გეორგ მაასენმა განაცხადა. ცნობილი ხდება ისიც, რომ დაკავებული ისლამური სახელმწიფოს წევრია და გერმანიაში გადასვლა ლტოლვილებთან ერთად თებერვალში შეძლო. გერმანიაში მან დროებითი თავშესაფარი მიიღო.