რუსეთი ალეპოში სამხედრო დანაშაულს სჩადის, რისთვისაც პასუხი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა აგოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
„ალეპოს მცხოვრებლები სამხედრო დანაშაულის მსხვერპლნი ხდებიან. ვინც ამას აკეთებს, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მე უკვე განვაცხადე, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ თუ მაინც შევხვდები მას, აუცილებლად ვეტყვი, რომ რასაც რუსეთი სირიაში აკეთებს, დაუშვებელია,“-აღნიშნა ოლანდმა.