საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 80% უკვე დათვლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, 3694 უბნიდან 2982 უბანია დათვლილი. პირველ-მეორე ადგილებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან-დემოკრატები" ინაწილებენ.
ცესკოს მონაცემებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 64.14% (880757), "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" 12.22% (167753), "ალიანსი საქართველოსთვის" 10.01% (137490), "თოფაძე-მრეწველები" 4.42% (60717) და "ეროვნული საბჭო" 7.09% (97349).
დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი თვითმართველობის არჩევნებში ერთი პროცენტიც ვერ დააგროვეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის და თბილისის მერის არჩევნები 30 მაისს გაიმართა.