რუსეთი მხარს უჭერს ოპეკის ინიციატივას ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ და მზადაა მას შეუერთდეს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა სტამბოლში მიმდინარე ეკონომიკურ სამიტზე განაცხადა.
„ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ვიმედოვნებთ, რომ ნოემბერში კონკრეტული შეთანხმება იქნება მიღებული. ნავთობმოპოვების შემცირება ერთადერთი გამოსავალია იმისათვის, რომ მსოფლიო ენერგეტიკაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ,“-აღნიშნა პუტინმა.