პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს საკუთარი ქალიშვილიც აღარ სწყალობს. 22 წლის ტიფანიმ მამის კოცნას თავი აარიდა. ინციდენტი საპრეზიდენტო კანდიდატთა მეორე დებატების დასრულების შემდეგ მოხდა. შვილის დანახვაზე ტრამპმა მისკენ საკოცნელად წაიწია, თუმცა ტიფანიმ მამას თავი აარიდა და მხრებზე ხელი მოუთათუნა. ტიფანი ტრამპს მეორე ქორწინებიდან ჰყავს.