საქართველოში ჩატარებულ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი გამოეხმაურა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ყოველივე ეს კი დადებითად იმოქმედებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.
"მისასალმებელია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შეფასდა, როგორც სამართლიანი და თავისუფალი. მე მკითხეს, რა გავლენას მოახდენს ეს არჩევნები საქართველოს და ნატოს ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, მოახდენს პოზიტიურ გავლენას. მინდა აღვნიშნო: ჩვენ ისედაც ველოდით, რომ ეს არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნებოდა", - განაცხადა რასმუსენმა.