"ალიანსი საქართველოსთვის" "ეროვნულ ფორუმთან" და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლებს, რომელიც ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ალიანსის" წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
"ქვეყანაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს არჩევნების გზით. ამ მიმართულებით ვითანამშრომლებთ ყველასთან", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ეროვნულმა ფორუმმა" ნოღაიდელის გარდა ყველა ოპოზიციურ ძალას მიმართა და შესთავაზა - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი კონსულტაციები ჩაატარონ.