ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანეულ სანტოსი მიღებულ ჰონორარს, 8 მილიონ შვედურ კრონს ასამოქალაქო ომის მსხვერპლთა ოჯახებს გადასცემს. ამის შესახებ მან ბოხაის კათოლიკურ ეკლესიაში განაცხადა. კოლუმბიის ლიდერს პრესტიჟული ჯილდო რადიკალურ დაჯგუფება ფარკთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის გადასცეს, რამაც ქვეყანაში ნახევარსაუკუნოვანი სამოქალაქო ომი დაასრულა.