აღმოსავლეთ ჩინეთში ოთხი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში 8 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, 20-მდე კი დაკარგულად ითვლება. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.