მინსკმა მოსკოვთან საგაზო დავა მოაგვარა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით ყველა სადაო საკითხი გადაჭრილია და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას წინ არარაფერი უდგას. ბელარუსული მხარე რუსეტისგან გაზის ტარიფის გაიაფებას უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვს. ლუკაშენკო ორი კვირის წინ მოსკოვს ევრაზიის კავშირის დატოვებითაც კი დაემუქრა.