ჰილარი კლინტონი სოციალური ქსელების ლიდერად იქცა. ამის მიზეზი აბეზარი ბუზი გახდა, რომელიც პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს მთელი დებატების განმავლობაში არ მოშორებია. კლინტონისა და ბუზის ამბავი სოცქსელების მომხმარებლებმა მომენტალურად აიტაცეს და სახალისო კომენტარები დადეს. „თუ დებატებში ტრამპი გაიმარჯვებს, ეს ბუზის მოგება იქნება და არა მისი.“ „როგორც ჩანს, ბუზი ტრამპმა დაიქირავა,“-წერენ ფეისბუკისა და ტვიტერის მომხმარებლები.