წინასაარჩევნო დებატების მეორე ტური ჰილარი კლინტონმა მოიგო. გამოკითხვის შედეგებს ტელეკომპანია სიენენი აქვეყნებს. გამოკითხვის თანახმად, კლინტონს ტელემაყურებელთა ხმების 57 პროცენტი აქვს, ტრამპს კი მხარს მხოლოდ 34 პროცენტი უჭერს. დებატებში გამარჯვებულად სიენენმა კლინტონი პირველ ტურშიც გამოაცხადა, რის გამოც ტრამპმა ტელეკომპანის მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და უნდობლობა გამოუცხადა.